Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ვიღაც რაღაცას როცა იტყვის, დააკონკრეტოს, რა პირობებში უნდა ჩატარდეს და რომელი სისტემით, კობა ნაყოფიას მიმართ ეს კითხვა მექნებოდა


რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ვიღაც რაღაცას როცა იტყვის, დააკონკრეტოს, რა პირობებში უნდა ჩატარდეს და რომელი საარჩევნო სისტემით. კობა ნაყოფიას მიმართ სწორედ ეს კითხვა მექნებოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკური გამოეხმაურა 10 მარტს ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან კობა ნაყოფიას ინტერვიუს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს: „ ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“.

როგორც ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 2024 წლამდე არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, რაც 30 მაჟორიტარის არჩევას ითვალისწინებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვინმე ასეთ იდეას გაახმოვანებს, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ 2024 წლამდე არჩევნები ჩატარდება  შერეული საარჩევნო სისტემით, რაც 30 მაჟორიტარის არჩევას ითვალისწინებს. მინდა, პოლიტიკოსებს ვურჩიო, რომ როცა რაღაც მოთხოვნებს აჟღერებენ, მნიშვნელოვანია, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ და ავუხსნათ, რასთან რა რისკებია დაკავშირებული“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...