Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ ყაველაშვილი - ვიქტორ ყიფიანს და მის ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა კანონი აგენტების შესახებ - ალბათ, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს


ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ - ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და, როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს.

„ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ, ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის, უცნაური სულაც არ არის“, - განცხადა ხალხის ძალის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ვიქტორ ყიფიანმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში 10 მარტს ისაუბრა.

„რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?! თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით. ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, ეს უკეთ უნდა აეხსნათ", - განაცხადა ყიფიანმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...