Jump to content
Planeta.Ge

ლაშა მარკოზაშვილი - ტყუილია, თითქოს, EPP ევროპარლამენტში ე.წ რუსულ კანონს აინიცირებს


ტყუილია, თითქოს, EPP ევროპარლამენტში ე.წ რუსულ კანონს აინიცირებს, - ამი შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ლაშა მარკოზაშვილი წერს.

 
მისი თქმით, ევროკავშირის დონეზე კანონმდებლობის ინიცირების უფლება თითქმის მთლიანად ევროკომისიას აქვს.

"როგორც საბჭოს, ასევე პარლამენტს აქვს არაპირდაპირი ინიციატივის უფლება, რადგან მათ შეუძლიათ სთხოვონ საკანონმდებლო წინადადების უფლება კომისიას, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის ვალდებული იმოქმედოს.
ევროკავშირის ხელშეკრულებები პარლამენტს ანიჭებს ინიციატივის პირდაპირ უფლებას მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, ისეთ საკითხებში როგორებიცაა: მისი შემადგენლობის წესები, ევროპული არჩევნები და ევროპარლამენტარების მოვალეობები.
სახალხო პარტია, მითუმეტეს მისი ცალკეული დეპუტატები, ვერანაირ კანონს ვერ დააინიცირებენ, რადგან ეს ევროკავშირში მოქმედი წესების თანახმად შეუძლებელია.", - წერს ლაშა მარკოზაშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...