ნათია მეზვრიშვილი - რასაც ახლა ოცნება კობახიძის პირით ცდილობს, უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რასაც ახლა ოცნება კობახიძის პირით ცდილობს, უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია.
მისი თქმით, ამჯერად, ნაცებად და ქოცებად ყოფენ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს.
"სტუდენტების დაპირისპირება, ახალგაზრდების გახლეჩა, საბჭოთა პროპაგანდისტული მეთოდებით მათი დისკრედიტაცია, დემონიზება - უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია. ნაცებად და ქოცებად ყოფენ ამჯერად სტუდენტებს, ახალგაზრდებს. ეს უკვე ნანახი გვაქვს უმძიმესი შედეგებით. ამის გამეორება რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს! არაფრით არ უნდა დავუშვათ. პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა!", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.