უბისა-შორაპანის გზის მე-10 კმ-ზე ფერდის ზედაპირი ჩამოიშალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გზაზე ერთ-ერთი მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
როგორც უწყებაში ამბობენ, გზის მშენებლობისას, „გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება“.
„სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დეპარტამენტში ამბობენ, ჩამოწმენდის სამუშაოების ჩატარების შემდეგ პროექტი დაგეგმილი სამუშაოები გაგრძელდება. „ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ“, – აღნიშნავენ უწყებაში.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.