Jump to content
Planeta.Ge

გაეროს მონაცემებით ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 8 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა


გასული წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 13 მარტის ანგარიშის მონაცემებით დაიღუპა 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 734.

დაშავებულებს შორის 413 ბიჭი და 295 გოგოა, ასევე 271 ბავშვი რომელთა სქესის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. დაიღუპა 3664 კაცი და 2173 ქალი. 260 ბიჭი და 203 გოგო. 31 ბავშვისა და 1900 ზრდასრულის სქესი ჯერ დაუზუსტებელია.

გაერო აცხადებს, რომ რეალური ციფრები გაცილებით დიდია, ვინაიდან ზოგი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, ინფორმაციის მიღება გვიანდება, ინფორმაციის ნაწილი კი დაუდასტურებელია. ეს შეეხება მაგალითად მარიუპოლს (დონეცკის ოლქი) ლისიჩანსკს, პოპასნოეს და სევეროდონეცკს (ლუგანსკის ოლქი), სადაც, როგორც იწრმუნებიან დიდია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის.

კონფლიქტის შედეგად საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწია 14 მილიონამდე ადამიანს.

სიკვდილის აღრიცხული შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღით, მძიმე საარტილერიო, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს და ცეცხლს უშენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა სამხედრო მიზნებით გამოყენება ხდება.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...