Jump to content
Planeta.Ge

არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა ის - კობახიძე


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში ჩაერთო, რის ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, მასაც განსაზღვრავდა უცხოური გავლენის აგენტად.

„ვიქტორ ყიფიანი კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ივანიშვილთან. კვირაზე მეტია, ის აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში.

გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო, გავრცელედებოდა ვიქტორ ყიფიანზე, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ესეც არის ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში.

ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი, თუმცა ამაზე კომენტარს, ალბათ, შესაბამისი მხარეები გააკეთებენ. კანონის მიღებამდე ჩაეხსნა“, – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაცია იმაზე, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის, 13 მარტს გაავრცელეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.

ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ საქმეებზე კომენტარს მედიასთან აქტიურად აკეთებდა. მათ შორის, 28 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა მრჩევლებმა მორიგი სტატია გამოაქვეყნეს.

ვიქტორ ყიფიანმა საქართველოში 7-9 მარტს მიმდინარე პროცესებზე მედიასთან ინტერვიუშიც ისაუბრა. მან გააკრიტიკა რუსული კანონპროექტების ინიციატორები და თქვა, რომ გაუგებარია რას ემსახურებოდა ამ კანონპროექტის ინიციირება  და ასეთი ვნებათა ღელვის გამოწვევა. მისი თქმით, ამ კანონპროექტებს უფრო მეტი მინუსები ჰქონდა, ვიდრე პლუსები.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...