Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - პრემიერის ინტერვიუ ნათელი დასტურია, რომ ხელისუფლებამ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა


პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრემიერის ინტერვიუ ნათელი დასტურია, რომ ხელისუფლებამ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა.
 
მისი თქმით, ეს კარგად გამოჩნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსული კანონპროექტების „წინააღმდეგ“ ხმა არ მისცა და გააგრძელა აქტიური პროპაგანდა იდეის მხარდასაჭერად.

 
"ფაქტია, ოცნება რუსეთთან სინქრონში მოქმედებს. მომხდარზე პასუხისმგებლობის სათანადოდ გააზრების ნაცვლად, დაიწყო რევანში, მუქარა და საზოგადოების დაპირისპირება რუსული ხელწერით. ხელი არ აუღიათ მიზანზე - ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები და ფაქტია, ამ მიზნის მისაღწევად გაცილებით მძიმე ნაბიჯებისთვის ემზადებიან.
ნაცვლად იმისა კანონპროექტების გაწვევის პარალელურად, ხელისუფლება დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რუსეთს დაარქვას მტერი და შეწყვიტოს ღია ომი დასავლეთთან, კიდევ უფრო აძლიერებს ანტი-დასავლურ პროპაგანდას და და პრაქტიკულად ერთმანეთთან აპირისპირებს საკუთარ მოქალაქეებს.
აშკარაა, რომ საფრთხეები ევროინტეგრაციის პროცესისთვის არათუ გადავლილია, არამედ გაზრდილია.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...