Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - გუშინ გამოჩნდა ერთი რამ - დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს


გუშინ გამოჩნდა ერთი რამ. დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.

 
მისი თქმით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ამ ქვეყანაში ყოველთვის რუსული სცენარი იყო და იქნება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 90-იან წლებში უკვე  გამოიარა.

 
"ახალგაზრდების დემონიზება, მოქალაქეებისთვის იარლიყების მიკერება და საზოგადოების გახლეჩა იმ ფონზე, როცა ერთიანობა ყველაზე მეტად გვჭირდება - არის დანაშაული. მტერმა ერთხელ უკვე გამოიყენა თავისი მარიონეტები, ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა.
საშიში ხდება ეს ყველაფერი. “ოცნება” უკვე ყოველდღიურად ყალიბდება რეჟიმად, რომელიც თან იმეორებს რუსულ ნარატივებს.
დარწმუნებული ვარ, საჯარო სექტორი, როგორც ყოველთვის, გააკეთებს სწორ არჩევანს და დადგება ჩვენი სახელმწიფოს და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მხარეს, არ დაუშვებს საზოგადოებაში დაპირისპირებას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შექმნას!", - აღნიშნავს გიორგი გახარია. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...