გიორგი გახარია - ნიდერლანდების ელჩს ვთხოვე მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში - ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, მან საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა.
როგორც გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში აღნიშნა, დემოკრატიის გზაზე საქართველოს დაბრუნებისთვის ეს ერთადერთი გზაა.
„დღეს შევხვდი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს და ვთხოვე ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, ევროინტეგრაციაზე ხელისუფლების პოზიციის მიუხედავად. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე”, - წერს გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.