კახა კალაძე - აქციაზე იყვნენ ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც ფარისევლობდნენ, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით
გამორიცხული არაფერია. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო - მათი ამოცანა იყო ქაოსი, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“.
კახა კალაძის თქმით, აქციაზე ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრიბუნასთან არ მიუშვეს, რითაც ახალგაზრდებს ჰქონდათ მცდელობა, გამოყენებულები არ ყოფილიყვნენ.
„გამორიცხული არაფერია. აქციაზე ბევრი ახალგაზრდა იყო, რომელიც არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ. საზოგადოებას მიაწოდებდნენ ინფორმაციას, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით.
ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ. ვნახეთ, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსები ტრიბუნასთან არ მიუშვეს. შესაბამისად, ახალგაზრდებსაც ჰქონდათ მცდელობა, რომ ისინი გამოყენებულები არ ყოფილიყვნენ. მე ვსაუბრობ მართლა ნეიტრალურ ახალგაზრდებზე”, - განაცხადა კახა კალაძემ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.