მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და ვანო მერაბიშვილი, მათი განცხადებები „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის
დღეს თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვანო მერაბიშვილია, მათი განცხადებები „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, ამას რატომ, რა მიზნით და რა მიზეზის გამო აკეთებენ, ეს ყველაფერი გამოჩნდება.
„ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოში შეხვედრისას თქვა, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან დალაგებული ვართო. დღეს თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვანო მერაბიშვილია. მათი ფრაზები, მოწოდებები და განცხადებები ვის ინტერესშიც შედის, ეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ამას რატომ და რა მიზნით აკეთებენ, რა მიზეზის გამო, ეს ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მერაბიშვილი ხელისუფლებას ეხმარება“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.