OSCARS 2023 - გამარჯვებულები
ოსკარის რიგით 95-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ჯიმი კიმელი იყო.
წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 7 ჯილდოს, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისურის და სცენარის, მფლობელი დენიელ ქუანისა და დენიელ შაინერტის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა.
მიშელ იეომ, ამ ფილმის ვარსკვლავმა მოიგო საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო და გახდა პირველი აზიელი მსახიობი და მალაიზიაში დაბადებული პირველი შემსრულებელი, რომელმაც ამ კატეგორიაში ოსკარი მიიღო.
საუკეთესო კაცი მსახიობი გახდა ბრენდან ფრეიზერი ფილმისთვის „ვეშაპი“. ეს მისი პირველი ჯილდოა. ბრენდან ფრეიზერის წარმატებული იმიჯისთვის ჯილდო დამსახურებულად მიიღეს ადრიენ მოროტმა, ჯუდი ჩინმა და ანემარი ბრედლიმ, საუკეთესო მაკიაჟისა და თმის სტილის კატეგორიაში.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდოს მფლობელები ჯეიმი ლი კურტისი და კი ჰუი ქუანი გახდნენ მეორეხარისხოვანი როლებისთვის ფილმში „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“.
წლის საუკეთესო ანიმაცია „გილიერმო დელ ტოროს პინოქიო“ გახდა, ხოლო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი აიღო ფილმმა „ნავალნი“.
კოსტიუმების დიზაინერი რუთ ე. კარტერი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ოსკარი მოიპოვა საუკეთესო კოსტიუმის კატეგორიაში ფილმისთვის „ვაკანდა სამუდამოდ“.
დაჯილდოების ყურადღების ცენტრში მოექცა „დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი მშვიდია“, რომელმაც ჯილდოები მოიპოვა, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო ფილმის და საუკეთესო ოპერატურის კატეგორიებში.
ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო მიიღო ფილმმა „ქალები საუბრობენ“.
ოსკარის 95-ე დაჯილდოების ნომინანტთა და გამარჯვებულთა სრული სია ნახეთ ბმულზე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.