კახაბერ ქემოკლიძე - ამასობაში, ასეთი დასუსტებული, ნდობა დაკარგული და სისტემურად არეული სახელმწიფო ინსტიტუციები ახლა რომ გვაქვს, ბოლო 30 წელიწადში არ ყოფილა
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ:
"
112 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში და დამაგრდა.
მილიარდ დოლარზე მეტი “ქეში” შემოიტანეს. საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკისთვის ეს დიდი ფულია…
პრემიერმა ღარიბაშვილმა ამას დაარქვა ეკონომიკაში რევოლუცია მოვახდინეთ სხვებს შურს ჩვენიო (ანუ: ომში არ წამსვლელი რუსების აქ უკონტროლო შემოდინებას და მათ მიერ აქ ფულის ხარჯვას დაერქვა ეკონომიკის 10%-იანი რევოლუციური აყვავება?!)…
(1) ამასობაში, ბოლო სამ წელიწადში ორ ომ გამომვლილმა სომხეთმაც კი გაგვასწრო რეფორმებით, დემოკრატიულობით, გეოპოლიტიკური პრაგმატიზმით და
შესაძლებლობების გამოყენებით (აზერბაიჯანზე, მოლდოვაზე და უკრაინაზე არაფერს ვამბობ…). სომხეთმაც მიიღო რუსების ძალიან დიდი ნაკადი, მათაც იხეირეს შემოტანილი ფულით, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით დასავლეთი აზერბაიჯანთან კონფლიქტის მოგვარებაში ხელმეორედ დაამაგრეს მედიატორად, პრეზიდენტი მაკრონი პირდაპირ ლობისტად გაიხარეს, ამერიკელები დააბრუნეს მათთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში და კონფლიქტის მოგვარებაში, EUMM-ის მისია გაიხსნეს, შარლ მიშელი მედიატორად აქციეს და “კუხო”-დან გამოწევა დე ფაქტო დონეზე დაიწყეს (აი როგორ იქცევა არა რუსებზე მიბმული პრაგმატული ხელისუფლება!). ასევე არ დაგვავიწყდეს რომ სომხებს რუსული 102 სამხედრო ბაზა უდგათ გიუმრიში, 2025 წლამდე ოფიციალურად რუსი “სამშვიდობეოები” ჰყავთ ქვეყანაში გაფორმებული და მიმდინარე კონფლიქტში არიან აზერბაიჯანთან!
(2) ამასობაში ამ პლანეტაზე ერთი მოკავშირე და მეგობარი არ დაიტოვეს რუსეთის, ბელორუსის და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმების გარდა;
(2) ამასობაში ასეთი დასუსტებული, ნდობა დაკარგული და სისტემურად არეული სახელმწიფო ინსტიტუციები ახლა რომაა ბოლო 30 წელიწადში არ ყოფილა;
(3) ამასობაში საზოგადოება ასეთ ნიჰილიზმში და ქვეყნის გარეთ წასვლაზე ორიენტირებული შევარდნაძის წლებშიც კი არ ყოფილა, როდესაც არათუ სამსახურები არამედ დენი, გაზი და წყალი არ იყო!
(4) ამასობაში ასეთი გადინება ძალოვანი უწყებებიდან ყველაზე გამოცდილი თანამშრომლების ახლა რომაა ბოლო 30 წელიწადში არ ყოფილა;
(5) ამასობაში ჩინეთი, რომ ჩინეთია (დასავლურ ინვესტორებზე არაფერს ვამბობ) ისიც კი ერიდება საქართველოში ინვესტირებას, იმდენად რამდენადაც მსხვილი ინვესტორისთვის საჭირო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სრულად დანგრეული და ერთ კაცზეა ჩამოკიდებული…
(6) ამასობაში კანდიდატის სტატუსი ისევ არ გვაქვს და იმის ნაცვლად რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებდეს მისაღებად, პირიქით მოქმედებს და მინიმალური დემოკრატიისთვის აუცილებელი მესამე სექტორის “აგენტებად” გამოცხადებით და მათი “გაგუდვით” არის დაკავებული!
კიდევ შემიძლოა გავაგრძელო, მაგრამ აქ გავჩერდები…
P.S. მე არ ვიცი ოცნება ჭკუას ისწავლის თუ არა, მაგრამ ეს ქვეყანა რომ ვერ და არ გარუსდება (სულ რომ მოსკოვს ათქმევინონ “აფხაზეთს და ოსეთს გიბრუნებთო) ეგ დანამდვილებით ვიცი !", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.