Jump to content
Planeta.Ge

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი გამორიცხავს თავისი მხრიდან კოსოვოს ფაქტობრივ ან დე იურე აღიარებას


სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობისას არ მოხდება "არც ფაქტობრივი და არც დე იურე" აღიარება მეზობელი კოსოვოსი და პირობა დადო, რომ თვითონ "არ იქნება ის, ვინც ხელს მოაწერს" სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ.

ამ განცხადებებმა შეასუსტა დიპლომატიური იმპულსი, რომელიც გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, 27 თებერვალს ბრიუსელში განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, გააგრძელონ ფრანგულ-გერმანული გეგმის სახელით ცნობილი, ნორმალიზებისთვის შექმნილი საგზაო რუკის განხორციელება.

"მე არ ვიქნები ის, ვინც ხელს მოაწერს კოსოვოს დამოუკიდებლობას", - განაცხადა ვუჩიჩმა 11 მარტს, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Beta-ს თანახმად, და დასძინა, რომ მას "შერცხვებოდა, გვერდი აევლო სერბეთისთვის".

მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს კოსოვოს მიერ 2008 წლის ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, რომელიც მოჰყვა მწვავე ომს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ და რომელიც არ აღიარეს სერბეთმა, რუსეთმა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ.

ევროპის კავშირის წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგის მცდელობებში, მიროსლავ ლაიჩაკი, ბელგრადში 13 მარტს უნდა ჩავიდეს.

ვუჩიჩის და კურტის შეხვედრა დაგეგმილია 18 მარტისთვის ოჰრიდში, ჩრდილოეთ მაკედონიაში.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვოს ოლქი მისი ავტონომიური ერთეულია. ბელგრადი რეგიონს ვერ აკონტროლებს. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბები არ ემორჩილებიან კოსოვოს ხელისუფლებას.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...