Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - დღეს(აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს


დღეს (აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.

მისი თქმით, ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა.

 
"ვხედავ, მისმა კომენტარებმა აღაშფოთა ის ხალხი, რომელიც თავს გვესხმოდა, როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობა ოცნების საქმეს აკეთებს და პირიქით - ოცნება ნაცმოძრაობით არსებობს; როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობის არჩევნების შედეგი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აწყობდა და ეს იყო წინასწარ კოორდინირებული სცენარი.
ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა. ახლა ოცნებას (და პერსონალურად ივანიშვილს) ყველაზე მეტად უჭირს და ივანიშვილმა მერაბიშვილი გამოიყვანა. თუ ისევ არ გჯერათ, უბრალოდ იმედზე გადართეთ. დაუკვირდით პრაქტიკულად წაგებული ოცნების პროპაგანდას როგორ გაუჩინა საზრდო.
კარგია, ახლა მაინც რომ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი. ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლის თქმას. დაგვიჯერეთ ხოლმე, ვიცით რასაც ვლაპარაკობთ.
იმედია ახლა მაინც არ მივცემთ მსგავს ხალხს საპროტესტო მუხტის გაფანტვის შესაძლებლობას.
კარგად უნდა გავხსოვდეს, რომ ნაცმოძრაობის არჩევა დღეს ოცნების არჩევას ნიშნავს და პირიქით. მერაბიშვილი ივანიშვილის საქმეს აკეთებს და პირიქით.", - წერს მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...