Jump to content
Planeta.Ge

მადრიდში მერიის ველოსიპედები უფასო გახდა


მადრიდის საქალაქო ელექტროველოსიპედები, BiciMad უფასო გახდა. ცვლილება ძალაში 7 მარტიდან შევიდა და 31 მაისამდე იმოქმედებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ველოსიპედით უფასო მგზავრობა დღეში შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ მგზავრობის საერთო დრო 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

მადრიდში სულ 7,5 ათასი ახალი ელექტროველოსიპედი და 611 სადგური მუშაობს.

 

მადრიდის მერია იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ავტომობილებზე ხშირად გამოიყენებს. ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში სატრანსპორტო სითბური გაზების ემისიათა 72%-ს ავტომობილები გამოყოფენ.

ესპანეთში არაეკოლოგიური ავტომობილების ნაკლებად გამოსაყენებლად მოსახლეობის წამახალისებელი არაერთი ინიციატივა მოქმედებს. კერძოდ, მადრიდის მერია მსუბუქი ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების (ელექტროსკუტერის, ველოსიპედის, მოპედის, ელექტროძრავიანი მოტოციკლის) შესაძენად მოქალაქეებს ღირებულების 50%-მდე უნაზღაურებს. ამასთან, პატარა ესპანურ ქალაქ სანტანდერსში 2021 წლიდან მერია ელექტროველოსიპედის შეძენის მსურველ მოქალაქეებს 350 ევროს უხდის.

იმავე წლიდან ფრანგები ელექტროველოსიპედის შესაძენად და თავიანთი ძველი, არაეკოლოგიური მანქანების საუტილიზაციოდ ჩაბარების სანაცვლოდ ხელისფლებისგან 2500 ევროს იღებენ. ქვეყნის მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიები 40%-ით შეამციროს.

ევროპის კიდევ ერთი ქვეყნის, შვედეთის ქალაქ მალმოში საჯარო მოხელეები ავტომობილებიდან ველოსიპედებზე გადასვეს.

 

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...