Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთის დაზვერვა - რუსული ძალები უკრაინაში უკიდურესად მძიმე დანაკარგებს განიცდიან


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინაში უკიდურესად მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

ბრიტანული მხარის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომით ყველაზე დიდ დარტყმას რუსეთის ეთნიკური უმცირესობები იღებენ.

„ასტრახანში დაღუპულთა დაახლოებით 75% ყაზახების და თათრების უმცირესობაზე მოდის“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

უწყების განცხადებით, ომის გავლენა მკვეთრად განსხვავდება რუსეთის რეგიონებს შორის.

ბრიტანული დაზვერვის თქმით, უმდიდრესი ქალაქები - მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი - შედარებით უვნებელი დარჩა.

„ეს განსაკუთრებით ქვეყნის ელიტის ოჯახებს ეხებათ“, - დასძენს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...