Jump to content
Planeta.Ge

გენშტაბი - უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 159 090 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 1 090 გასულ დღე-ღამეში


უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 159,090 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1,090 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3466 ტანკს, 6769 ჯავშანმანქანას, 2487 საარტილერიო სისტემას, 493 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 259 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვერტმფრენს, 5348 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2108 უპილოტო საფრენ აპარატს, 242 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...