Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ რუსულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა - ზელენსკიმ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა 280-ზე მეტი კომპანიასა და 120 კერძო პირს, რომლებიც აზარტული ბიზნეს სქემებით მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო მოგებული თანხით, სხვადასხვა „რუსული სქემები“ ფინანსდებოდა.

„ათობით მილიარდის ღირებულების სქემები იხურება. და ეს არ არის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

 

სანქციები შეეხო Sportloto-სა და სხვა რუსულ ტოტალიზატორებს. სანქცირებულთა სიაშია First International Bookmaker Company, Bet.Ru, CreditService, Sportbet, Betsity და Matchbet-ი.

ამავე სიაში მოხვდნენ ბიზნესმენები რუსეთიდან, სომხეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან.

ეს სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, ეკონომიკური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას.

შეზღუდვები 50 წლის ვადით დაწესდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...