Jump to content
Planeta.Ge

ისრაელში 500 000-მდე ადამიანი გამოვიდა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ


ისრაელში იმართება აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ - დემონსტრაციებს უკვე შეუერთდა ნახევარი მილიონი ადამიანი (ისრაელში დაახლოებით 8 მილიონიანი მოსახლეობაა) და ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი ისრაელის ისტორიაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასიური პროტესტი უკვე 10 კვირაა გრძელდება.

რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს რეალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევანს, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გაუქმების ბერკეტს.

აქციის მონაწილეთათვის ეს სასამართლოების დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს.

ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც გასული წლის დეკემბერში აირჩიეს, მიაჩნია, რომ მომიტინგეების მიზანი მისი ხელისუფლებადან ჩამოშორებაა.

დემონსტრანტების ნაწილი ნამდვილად მოითხოვს ნეთანიაჰუს გადადგომას.

მან თავის პოლიტიკურ კარიერაში მეექვსედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

ამ დროისთვის ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კორუფციის ბრალდებით, თუმცა ის უარყოფს ბრალს.

თავად ნეთანიაჰუს მიაჩნია, რომ სასამართლო რეფორმა ხელისუფლების შტოებს დააბალანსებს.

ისრაელის ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი, ითხოვს კანონპროექტის სრულ გაუქმებას, ან მის აქციის მონაწილე მხარის წარმომადგენლების მონაწილეობას კანონპროექტის შემუშავებაში.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...