ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში.
მისივე თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერით, უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი მიმდინარე წელს.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომში, რომელიც მას არ დაუწყია, ყოველდღიურად კარგავს თავის შვილებს.
„ამ კრიმინალურმა ომმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გაანადგურა. მთელი ოჯახები იღუპება რუსული საარტილერიო დარტყმებითა და სასიკვდილო ირანული დრონებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.