მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე პიოტრ იანი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი, რუს პიოტრ იანი UFC-ის მთავარ ბრძოლაში დაამარცხა.
ქართველი და რუსი სპორტსმენის დაპირისპირება ხუთი რაუნდის მანძილზე მიმდინარეობდა და ხუთივეში დვალიშვილს უპირატესობა ჰქონდა. სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.
ქართველ სპორტსმენს 16 ორთაბრძოლა აქვს მოგებული.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.