რომის პაპი - მზად ვარ კიევში წავიდე, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობით - ორივე ქვეყანაში წავალ ან არცერთში
რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, იგი კიევში კრემლის პოზიციის გამო არ ჩადის. ამის შესახებ მან არგენტინულ გამოცემა La Nacion-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მზადაა კიევში ჩავიდეს იმ პირობით, რომ ამ მოგზაურობის მეორე დანიშნულების პუნქტი მოსკოვი იქნება. თუმცა, კრემლი ასეთ ვიზიტზე თანახმა არაა.
„მზად ვარ კიევში წავიდე. მინდა კიევში, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობითაც. ორივე ადგილში წავალ ან არცერთში”, - თქვა რომის პაპმა.
ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ მოსკოვში ჩასვლა დღეისთვის შეუძლებელია, მან აღიარა, რომ ეს ფაქტია, მაგრამ გარემოებების ცვლილების იმედი გამოხატა.
„იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას, კი. ეს კარი არ დამიხურავს”, - თქვა რომის პაპმა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მეორე დღეს მას ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან საუბრის გამართვა სურდა, მაგრამ მოსკოვმა ასეთ წინადადებაზე უარი განაცხადა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.