ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს
ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს წვრთნებს ჩაუტარებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ნორვეგიელ კოლეგასთან, ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ბიორნ არილდ გრამს. მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. კარგი სიახლე: NASAMS-ის ორი სისტემა დამატებით, პლუს უკრაინული პერსონალის გაწვრთნა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.