თბილისის აქციების ფონზე, ბჟანიამ ძალოვან სტრუქტურებს პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა; თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ნოდარ ავიძბა; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ სავჩენკო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე გენერალ-მაიორი რობერტ კიუტი და ასევე ეგრეთწოდებული სახელმწიფო გვარდიის უფროსი დიმიტრი დბარი. ამ უკანასკნელთან ბჟანიამ სამობილიზაციო მზადყოფნის გაზრდის ღონისძიებებიც განიხილა.
ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა თავისი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს შეახსენა, რომ უსაფრთხოების ძალების ამოცანაა ,,ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებისგან საიმედოდ დაცვა.“
ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოამზადა ირმა ბერიშვილმა
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.