Jump to content
Planeta.Ge

ჯონ კირბი: მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა


მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა, მეტი რეფორმებია საჭირო, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ The Hill-ის ჟურნალისტთან კომენტარში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

„მათ საშუალება ჰქონდათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი, განეხილათ.

მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა და ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას”, - განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ამ კანონმდებლობას დამაბრკოლებელი ეფექტი ექნებოდა“ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მეტი რეფორმებია საჭირო.

„ჯეიკმა (სალივანმა) ნათლად განუცხადა (საქართველოს) პრეზიდენტს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ამაზე მუშაობას”, - განაცხადა კირბიმ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...