Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ - ხუნდაძე
„მე მათ [ჯენზის თაობას] ვუდასტურებ პატივისცემას. ეს არის თაობა, ვისზეც ყველაზე მეტად ღირს ზრუნვა. ეს არის თაობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტი და ის, რომ ყველაზე მეტად უყვარდეს საკუთარი ქვეყანა და მერე ყველა დანარჩენი. ევროპა რატომ არის ჩემთვის მიმზიდველი, იმიტომ, რომ იქ მეგულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, რომელიც დღეს თითქოს არ ჰგავს იმას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი. იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება. ომიც დასრულდება. ომს როგორც ჩანს, ცუდი გავლენა აქვს დემოკრატიაზე, რადგან წესები იქ იცვლება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ეს კვალი დაეტყო ევროპასაც და მის ღირებულებებსაც"
ამბობს "ხალხის ძალისა" და გაუქმებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხინდაძე "იმედის" ეთერში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.