ელეონორა არჩაია - არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი
ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორ არჩაია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას უარყოფითად აფასებს.
პოლიტიკოსის თქმით, იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს.
“არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი. როგორც არ უნდა შენიღბონ კანონპროექტის ავტორებმა, რუსული კანონი სამუდამოდ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასწორზე დგას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის საკითხი.
იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს. დღეს სწორედ ეს დღეა! არა რუსულ კანონს! ევროპა ჩვენი არჩევანია!,”- წერს ელეონორა არჩაია.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა, 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.
მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
infoimereti.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.