IDFI: 2022 წელს სამინისტროებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 24%-ით გააუარესეს - რომელია ყველაზე დახურული და ღია უწყებები
2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ IDFI-ის ანგარიშში წერია.
ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგის მიხედვით, სამინისტროების ღიაობის საშუალო მაჩვენებელი 15%-ია. მათ შორის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი აქვს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
რაც შეეხება ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს, რომლებმაც 100%-იანი ღიაობით, 10 დღიანი ვადის დაცვით გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია, ასეთებია: საჯარო სამსახურის ბიურო, სახალხო დამცველის აპარატი და აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.
bpn.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.