Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს


დასავლეთი ახალ სტრატეგიას ავითარებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ახლა დასავლეთში ახალი ისტერიული ტალღა დაიწყო – ამბობენ, რუსეთი ამ პირობებშიც ზრდის საგარეო ვაჭრობას. ახლა დასავლეთში ახალ სტრატეგიას ამუშავებენ – დაბლოკონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი, ”- აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, დასავლეთი სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ.

„ამბობენ, ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ თქვენც იგივე გააკეთოთ. ეს უკვე დამოუკიდებლობის აკრძალვაა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...