ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის
უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც მას ბრძოლის ველზე ეხმარებიან.
„ამას გარდა, გვჭირდება უსაფრთხოების სტრატეგიული გარანტიები… და თუნდაც არ შეგვეძლოს ომის დროს ნატო-ში გაწევრიანება, ვისურვებდით, რომ ამ გზაზე უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები გვქონდეს, ვიდრე ჯერ კიდევ არ ვართ ნატო-ში. ჩვენ ვილნიუსის სამიტზე სწორედ ნატო-ს სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, უსაფრთხოების გარანტიებისკენ ნაბიჯებს მოველით”, - განაცხადა ზელენსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.