დასავლური მედია - საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია
საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელმაც ამ კვირაში საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ტელეკომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ათიათასობით ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები გამართა.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა“.
პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება Reuters-იც.
„საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი, რომელმაც დიდი შიდა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა კავკასიური ქვეყნის მცდელობას უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ევროპასთან. ათიათასობით ქართველი ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში გამოდიოდა თბილისის ქუჩებში. ისინი აპროტესტებდნენ ამ ინიციატივას და აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდილობს ქვეყანა მზარდი ავტორიტარული მიმართულებით წაიყვანოს“, - წერს გამოცემა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.