Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია


პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“,  პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ: ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია. 

როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ოცნება ისევ არ აპირებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას. 

"კარგია, რომ კანონპროექტი ოფიციალურად ჩავარდა, მადლობა ყველას ბრძოლისთვის, მ ა გ რ ა მ უმნიშვნელოვანესი დეტალი - ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“. პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ:

- ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია. უნდა ველოდოთ განზრახვის სისრულეში მოყვანას სხვა მეთოდებით, ხელისუფლებას უკან დახევა დასაკომპენსირებელი აქვს.
- ოცნება ისევ არ აპირებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას - ყველაფრის გაკეთებას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, მათ შორის არ აპირებს 12 პუნქტის რეალურად შესრულებას. ეს ნებაც მათ შორის „წინააღმდეგ“ ხმის მიემით უნდა გამოეხატა.
- ოცნება არ აპირებს შელახული საერთაშორისო რეპუტაციის აღსადგენად ნაბიჯების გადადგმას - არ აპირებს პარტნიორები დაარწმუნოს, რომ მისი პოლიტიკა არ არის პრო-რუსული. ეს ნებაც, პირველ რიგში, წინააღმდეგ ხმის მიცემით უნდა გამოეხატა.
აგენტების რუსული კანონპროექტი არ იყო უბრალოდ კანონპროექტი. ეს იყო მკაფიო გამოხატულება ოცნების ანტი-დასავლური პოლიტიკის. ოცნებას დღეს თავისი პოლიტიკური პოზიცია იმაზე, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა, არ დაუფიქსირებია. პოლიტიკურად - ქვეყნის ისტორიული არჩევანი ისევ საფრთხეშია.
ამიტომ მოუწოდებენენ საერთაშორისო პარტნიორები წითელ ღილაკზე დაჭერისკენ. ამიტომ მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ ჩვენს კანონპროექტს ქვეყნის რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ.", - წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...