Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი -„ოცნების“ დეპუტატებს მოგიწოდებთ, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია - აღასრულოთ ხალხის ნება, განიხილეთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი


„ოცნების“ დეპუტატებს მოგიწოდებთ, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია - აღასრულოთ ხალხის და არა ერთი ადამიანის ნება, განიხილეთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი, - ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდთან ერთად პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა მოიგეს საქართველოს მოქალაქეებმა და ახალგაზრდების მკაფიოდ გამოხატული პოზიციით შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია.

„უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მოქალაქეებმა მოიგეს. ახალგაზრდების კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოხატული პოზიციით შეშინებულმა ოცნებამ უკან დაიხია. ეს არის შედეგი, რომელიც მივიღეთ ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, რამაც ასევე ნათლად აჩვენა ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ღირსეული ბრძოლისთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ოცნების ჩადენილმა ქმედებებმა სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ნდობადაკარგული ხელისუფლების ხელში, კანდიდატის სტატუსზე უარის რეალური საფრთხეებიც გადავლილი არ არის", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ შეინარჩუნონ აქტიურობა და წნეხი ხელისუფლებაზე, რომელსაც ბოლო დღეებია მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, "ოცნების" დეპუტატებს კი მოუწოდებს განიზილონ მათ მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ.

„იმისთვის, რომ მოვიგოთ საბოლოო გადამწყვეტი ბრძოლა - მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საზოგადოებას მოგიწოდებთ შევინარჩუნოთ ის აქტიურობა, წნეხი ხელისუფლებაზე, რომელსაც ბოლო დღეებია მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ამავდროულად, პოლიტიკოსებს მოგიწოდებთ დავდგეთ ხალხთან ერთად და არა მათზე წინ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვიბრძვით მათთვის, და არ გადავდგათ არც ერთი ნაბიჯი, რაც დაეხმარება ოცნების პოლიტიკურ თაღლითობას, აქტიურად ვემუშაოთ პარტნიორებს. 3. ოცნების დეპუტატებს მოგიწოდებთ, ეცადეთ მაინც, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია - აღასრულოთ ხალხის და არა ერთი ადამიანის ნება. თქვენ დააზიანეთ ქვეყნის იმიჯი, გამოასწორეთ ხალხისა და პარტნიორების წინაშე! განიხილეთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი! დაუყოვნებლივ შეასრულეთ 12 რეკომენდაცია, რეალურად და არა ფიქტიურად - დაიწყეთ მართლმსაჯულების სისტემით! ჩვენ, ვაგრძელებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ სპექტრთან ჩვენი კანონპროექტის მხარდასაჭერად. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...