Jump to content
Planeta.Ge

ევროპისკენ შემობრუნებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია ჩვენი მეგობრობის იმედი ჰქონდეს - მაკრონი


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„გაისმა ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი. ევროპისკენ შემობრუნებულმა საქართველომ იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, – წერს მაკრონი Twitter-ზე.


თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...