სლოვაკეთი და პოლონეთი MiG-ებს მიაწვდიან კიევს
სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიწოდება სურთ, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ის საშუალებით სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა 9 მარტს.
ნადმა მოიხმო წინა დღით პოლონელ კოლეგა, მარიუშ ბლაშჩაკთან სტოკჰოლმში შეხვედრის შინაარსი და დაადასტურა, რომ „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“
ნადს ვადები არ დაუსახელებია. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავისი ქვეყნის პრინციპული თანხმობა გამოხატა. ნადმა ასევე თქვა, რომ მის ქვეყანას იმედი აქვს, რომ გერმანიისგან, ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნისგან, კომპენსაციას მიიღებს.
სლოვაკეთი და პოლონეთი პირველი ქვეყნები იქნებიან, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან. გერმანია და სხვა ქვეყნები დღემდე ამის წინააღმდეგი არიან.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.