ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს
მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებენ თუ არა, რომ შესაბამისმა უწყებებმა აქციაზე დაკავებული ადამიანები გაათავისუფლონ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი შესაბამისი უწყებების საქმეა.
„უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც კანონით იქნება გათვალისწინებული, გაკეთდება ზუსტად ისე“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.