დიმიტრი პესკოვი - საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქართული კანონპროექტი „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოსკოვით შთაგონებული არ არის, კრემლს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
"არაფერი კრემლის მიერ შთაგონებული არ ყოფილა და კრემლი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა წამოიწყო, პიონერი 30-იანი წლების ბოლოს გახდა ამერიკის შეერთებული შტატები", - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი ამერიკულ კანონს „ძალიან ჰგავდა“, მეორე კი - მეტ-ნაკლებად.
"მეორე ვარიანტი მეტ-ნაკლებად ჰგავდა შეერთებული შტატების კანონს, შინაარსით უფრო რბილი იყო, მაგრამ არც ერთთან და არც მეორესთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს", - აღნიშნა პესკოვმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.