Jump to content
Planeta.Ge

საერთაშორისო მედია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევას ეხმაურება


საერთაშორისო მედია საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

BBC წერს, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 2 დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა.

“ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას კანონპროექტის მნიშვნელობას უფრო გასაგებად განუმარტავენ. ოპოზიციურმა პარტიები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების შეჩერებას არ აპირებენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ,“ - წერს BBC.

გამოცემა Reuters კი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად ოპოზიცია ხელისუფლებას არ ენდობა და აქციების გაგრძელებას აპირებს.

ამასთან, კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის The Guardians.

„კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ავტორიტარულ ცვლილებას გულისხმობდა და რომელმაც შესაძლოა, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება შეაფერხოს, ათასობით ადამიანი გაერთიანდა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაც,“ - წერს The Guardians.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...