ვიოლა ფონ კრამონი - მივესალმები რუსეთის კანონის გაწვევას, ამ დრამის აცილება შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ რომ ხალხისა და მეგობრებისთვის თავიდანვე მოესმინა - საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები!
მივესალმები "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მათ რომ თავიდანვე მოესმინა ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
მისი თქმით, ხალხის ხმის გაჩუმება შეუძლებელია, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ამასთან, ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ფოკუსირდეს.
„საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები, შეწყვიტეთ კანდიდატის სტატუსის მიღების გზისთვის საფრთხის შექმნა, შეწყვიტეთ ქვეყნის მომავლის ჩამშლელი საქმიანობა. ევროპის გული საქართველოში გააგრძელებს ცემას!“- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.