Jump to content
Planeta.Ge

“მხარდაჭერა ევროპული გზისთვის მებრძოლ ადამიანებს”- ორგანიზაციები სომხეთიდან


საქართველოს ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონში დემოკრატიულ პროცესების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.

“სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლგებს, ორგანიზაციებს და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და მათი ქვეყნის კონსტიტუციით განაზღვრული ევროპული გზისთვის მებრძოლ ცალკეულ ადამიანებს.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სადავო კანონის მიღება მეზობელ საქართველოში, დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, უფლებებსა და ადამიანის თავისუფლებებს, და ასევე დემოკრატიულ პროცესებს მთელ რეგიონში, სადაც საქართველო, თავისი სამოქალაქო საზოგადოების სახით ერთ-ერთი მოწინავეა.

ხელმომწერი ორგანიზაციები სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოებიდან, სოლიდარობას ვუხადებთ პარტნიორ ორგანიზაციებსა და ცალკეულ ადამიანებს, ვინც დემოკრატიისთვის, ადამიანის თავისუფლებებისთვის, უფლებებისთვის და საქართველოში ხალხის არჩეული გზისთვის იბრძვის”.

განცხადების სრული ტექსტის და ხელმომწერი ორგანიზაციების ნახვა შეგიძლიათ აქ. 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...