ნედ პრაისი - ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი აქტები
საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა, დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ აგრძელებს საქართველოში მოვლენების დაკვირვებას.
“როგორც გუშინ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი აქტები და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს.
როგორც ამ დღეებში ვთქვით, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ ცონა ხნის წინ წარდგენილი “უცხოური აგენტების” კანონპროექტით, რომელიც თუ საბოლოოდ გახდება კანონი, მოახდენს საქართველოს მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი ხმების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას, რომელიც მათ საზოგადოებაში უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ.
პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ნათელ სურვილთან. გვჯერა, რომ ამ კანონების გაგრძელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს.
ეს სურვილები ქართველი ხალხის მისწრაფებების გულშია, პროექტია, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში მიყვებოდა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ევროპასა და ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციას სურს - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დებატების კონტექსტში, რომლებიც ახლა თბილისში მძვინვარებს”, - თქვა პრაისმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.