სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საუბრობს იმ სანქციებზე, რისი გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის საკითხებში, ტოდ დ. რობინსონი ამბობს, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ამის შესახებ რობინსონმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.
"შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევაში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთდროულად ბინზესებსა და ინდივიდებზე ფოკუსირებისთვის, რაც მატებს ეფექტს ინსტრუმენტებსა და სანქციებს, რომელთა გამოყენება შეგვიძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში", - ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.
მან დაასახელა ბოლოდროინდელი კონკრეტული მაგალითები, როცა აშშ-მ გამოიყენა სანქციები. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ რუსეთის, უკრაინისა, მექსიკისა და სერბეთის მოქალაქეები.
"დიახ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გლობალურად ცუდი აქტორების, ანტიდემოკრატიული აქტორების, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დამნაშავეებისა და ნებისმიერის დევნისთვის, ვინც არ უწყობს ხელს და/ან ახშობს ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებს. ჩვენ ამ ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია აგრეთვე იმათი სანქცირებისთვის, ვინც გარკვეული თვალსაზრისით გადაკვეთს ხაზს ადამიანის უფლებებზე", - აღნიშნა მან.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრის ან მოქალაქის სანქცირებას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასე უპასუხა:
"ვერ გავუსწრებ რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა ვიტყვი, რომ ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელთ არის... ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობაში არავის უნდა გაუკვირდეს, რომ გაგვაჩნია ეს ინსტრუმენტები და მზად ვართ მათი გამოყენებისთვის".
აქციის დაშლის კონტექსტში სანქცირებაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა როცა მან უპასუხა ჟურნალისტის კითვას, თუ უშლის აშშ-ს რამე ხელს, სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც დგას განვითარებული მოვლენების უკან.
"ჩვენ მოგვეპოვება მთელი რიგი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია პასუხი მოვთხოვოთ ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანთა უნივერსალური უფლებების შელახვაში", - თქვა ნედ პრაისმა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.