Jump to content
Planeta.Ge

ხავიერ კოლომინა - თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს


ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, კანონპროექტი არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.

„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი საფუძველი მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს“, – წერს ხავიერ კოლომინა.

 

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...