საქართველო შეგვახსენებს, რომ დემოკრატია შეიძლება არჩეული ლიდერების ხელშიც ჩამოიშალოს - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და მის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეების სპეცრაზმის მიერ დაშლას ეხმაურება.
„შეწუხებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის კადრებით.
საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეგვახსენებს, რომ დემოკრატია არჩეული ლიდერების ხელითაც შესაძლოა, თანდათანობით ჩამოიშალოს“, – წერს კაია კალასი და აზიარებს შარლ მიშელის „ტვიტს“, რომელიც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს.
მიშელი წერს, რომ შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით და მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია.
კანონის უზენაესობა და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის იდეის მთავარი გასაღები“, – წერს შარლ მიშელი.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.