მიშელი: ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით
გუშინ, 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ტვიტერზე ის წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება.
"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა, რაც საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება ევროკავშირის პროექტის საკვანძო საკითხებია",- წერს მიშელი.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.