რუსეთის გუბერნია არ ვიქნებით! - სტუდენტები აქციაზე მისასვლელად ემზადებიან
აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება. რუსული კანონს ხალხი ისევ პარლამენტთან გააპროტესტებს, პროტესტის ავანგარდში კი სტუდენტები დგებიან.
დარბეული ღამის შემდეგ ახალაგზრდები უხსნიან ხელისუფლებას, რომ
ეს არცერთი რომელიმე პარტიის აქცია იყო. მათი თქმით, გუშინ თბილისისს ცენტრალურრ გამზირზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, მოქალაქეეები, რომლებსაც საერთო იდეა აერთაინდებდათ.
ხელისუფლებას უმტყუნა ნერვებმა, რაც გამოჩნდა აქ. ჩვენ დავინახეთ მაგარი ვაჟკაცი, ამაყი გოგო-ბიჭები, რომლებიც წინ აღუდგენენ სპეცრაზმელებს. რომელი ცრემლსადენი გაზი, რომელი დარბევა, რომელი რეზინის ტყვია უნდა იყოს იმაზე უფრო საშიში, ვიდრე ამ ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტის და ღირსების დაკარგვაა. სწორედ ამიტომ, ვიწყებთ შეკრებას თბილისის სახწლმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, რათა გავაგებინოთ ყველას, რომ ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთის გუბერნია. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული მოთხოვნა: ირაკლი კობახიძე, სამხარაძე და სხვა ის დეპუტატები, რომლებმაც მიიღეს ეს ანტისახელმწფოებრივი კანონი, ლექციებს ვეღარ ჩაატარებენ. ვნახავთ ვისი აჯობებს, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღნმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.