Jump to content
Planeta.Ge

„ევროპა ჩემი თვითმიზანი კი არა, ჩემი თაობის ვალდებულებაა“ — ფერმერი ბექა გონაშვილი


ფერმერი, ბიზნესმენი ბექა გონაშვილი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო და ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე შვილებთან ერთად გავა.

ბექა გონაშვილი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ოჯახთან ერთად ფლობს შპს „აგროქიზიყსა“ და „წერტის“ მაღაზიათა ქსელს.

ბექა გონაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მისთვის გაუგებარია, პარლამენტმა 7 მაისს დაჩქარებულად რატომ მიიღოს სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მაშინ, როცა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვას 2-3 წელს მაინც ანდომებენ.

„ასე ცა მოწმენდილზე ასეთი დაძაბულობის შემოტანაა უკვე დანაშაული! ამ ქვეყანას დაწყნარება ჭირდებაო ვიძახით და რანაირად შეიძლება დაწყნარდეს ქვეყანა, როცა შენი მოსახლეობის პროვოკაციას შენ თითონვე აწყობ?!

სულ რომ კარგი კანონი იყოს, ამის გაკეთება რა საჭირო იყო, თანაც ასეთი სპეციალური გამწვავებით?! გამოდიხარ და იძახი, ევროპა ჩემი თვითმიზანი არააო. კარგი, შენი არაა, მაგრამ ჩვენთვისმ ვისთვისაც არის და კონსტიტუციაში მიწერია, გამოდის, კონსტიტუციურ წესრიგს არღვევ?! მაშინ ეს არის ზუსტად დანაშაული!

მაგრამ მთელ ამ პროცესში ჩემთვის დანაშაულია სპეციალურად პროვოცირებული (და ამაში ნურავინ შემეკამათებით!) პროცესი, 2 კვირაში ყველასთან შეხვედრას ვერ მოასწრებ, ხალხთან კომუნიკაციას ვერ მოასწრებ და ვერ მოასწრებ ახსნას, თუ ეს კანონი კარგია, რომ გააგებინო. სხვა მხრივ მიიღებ ამ რეაქციას, იცი! და მაინც აკეთებ! მაშინ ნუ აბრალებ ნურავის, ნურც ნაცსა და ნურც NGO-ს პროვოკაციის მოწყობაში!!!

დღეს რომ დავბრუნდები ქალაქს, მეც გავალ აქციაზე და ისევ ჩემ შვილებთან ერთად! რადგან ამდენ სიბინძურეს ამ ქვეყანაში ამდენი წელი იმიტო ვიტან, რომ ამათ არ მინდა ამაზე საფიქრალი ჰქონდეთ, ისევე როგორც თქვენ შვილებს!

ჩემი არჩევანი კი არაა ევროპა ან თვითმიზანი, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა ევროპა!!!

პ.ს. ბებიათქვენისამ ერთი რომელიმემ მიწოდეთ ოდესმე უცხოური გავლენის აგენტი!!!“ — წერს ბექა გონაშვილი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...