Jump to content
Planeta.Ge

ნედ პრაისი - ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას, შეკრების უფლებას


ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ბოლო საათების განმავლობაში ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თბილისიდან მომავალი ცნობები გავიგეთ, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი და ჩახშობის სხვა საშუალებები დაუპირისპირეს.

ჩვენი მესიჯი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი და მსოფლიოს გარშემო ხალხებისა და ხელისუფლებებისადმი არის ის, რომ აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას - შეკრების უფლებას. რათა მათი ხმა გაგონილი იყოს, რომ თავისუფლად ილაპარაკონ, რომ ანგარიშვალდებული ჰყავდეთ მათი მთავრობები.

საქართველოში გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, მაგრამ ჩვენი მესიჯია ის, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ეს უფლება მშვიდობიანად გამოიყენონ. ეს არის უფლება, რომელიც საქართველოს ხალხს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ხალხებს გააჩნია”, - აღნიშნა მან.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...